
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომით რვა პაციენტი მოათავსეს.
ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და პასუხებს ელოდებიან.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით სამი ადამიანი მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.