-
2020-04-01 11:50
თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი გააკეთა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, COVID 19-ის შემთხვევების მატებას უნდა ველოდოთ.
„სამწუხაროდ გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0 - ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, ლეტალობა. მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებისგან. ანუ, ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ ეს იქნება ასეულები და არა ათასეულები და ათობით ათასეულები“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
მან დაავადების გავრცელების პიკის საკუთარი პროგნოზიც გააკეთა.
„ჩემი პროგნოზია, რომ პიკი იქნება 2-3 კვირაში, შენარჩუნდება კიდევ 3 კვირა და მერე წავა დაღმა“, - ამბობს ცერცვაძემ.