საქართველოში კორონავირუსი 115 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 22 უკვე გამოჯანმრთელდა
2020-04-01 10:52
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა115 -მდე გაიზარდა, აქედან 22 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება.