
დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, სალონში ვიზიტის გადადება გვიწევს.
ამიტომ, დროა, თავზე ზრუნვა სახლის პირობებში დავიწყოთ .
ამჯერად ვისწავლოთ თმის ნიღაბის მარტივად მომზადების წესი:
რა დაგვჭირდება:
ბანანი, ზეითუნის ზეთი და თაფლი.
ბანანს ალუმოკალიუმის მაღალი შემცველობა აქვს, რაც თქვენს თმას არბილებს და მბზინვარებას უბრუნებს.
ზეითუნის ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რაც თმას კვებავს და ატენიანებს.
თაფლი ხელს უშლის თმის მტვრევას, ბოლოების დაყოფას და მას დამატებით მბზინვარებას ანიჭებს.
.მომზადება: ბლენდერში მოათავსეთ 2 საშუალო ზომის ბანანი, დაამატეთ 4 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 ჩაის კოვზი თაფლი. ათქვიფეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
გამოყენება: ნიღაბი კარგად შეიზილეთ თმაში, თავზე აბაზანის ან თმის შესაღები ქუდი დაიფარეთ და გაიჩერეთ დახლოებით 25 წუთით. დროის გასვლის შემდეგ, თავი დაიბანეთ შამპუნით. აბაზანიდან გამოსვლისთანავე დაინახავთ ნიღბის დადებით ზემოქმედებას. თქვენი თმა უფრო მბზინვარე, რბილი და ადვილად სამართავი გახდება.