
მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სავარაუდოდ დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოვხსნით-განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
„რაც შეეხება ძველ პაციენტებს, სტაბილურია მდგომაროება. მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონი, რომელიც ყველამ კარგად იცით, 62 წლის, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და გვყავს აპარატიდან მოხსნის რეჟიმში. ჯერ არ მოგვიხსნია, მაგრამ გვყავს მოხსნის რეჟიმში და ალბათ საღამოსკენ თუ ყველაფერი კარგად იქნა, მოვხსნით. რაც შეეხება მეორე ქალბატონს, 80 წლის, რომელიც ასევე აპარატულ სუნთქვაზე იყო, მისი პარამეტრებიც ცოტა გავამარტივეთ, უკეთესობისკენ“ , – განაცხადა ტურძელაძემ.
რაც შეეხება კოვიდი 19-ით ინფიცირებულ ორსულს, ტურძელაძის განმარტებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.