
მოსკოვის მე-40 საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს, რომელსაც 24 მარტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ პროცენკო Facebook-ზე წერს.
„კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ. ვიმყოფები თვითიზოლაციაში, ჩემს კაბინეტში, სადაც დისტანციური მუშაობისთვის ყველა აუცილებელი პირობა მაქვს შექმნილი“, - წერს პროცენკო.
მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მე-40 საავადმყოფომ დაიწყო. 24 მარტს საავადმყოფოს ვლადიმერ პუტინი ეწვია და დენის პროცენკოსაც გაესაუბრა.
პროცესკოსთვის დასმულ დიაგნოზს პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პუტინი რეგულარულად გადის შემოწმებას კორონავირუსზე და ყველაფერი რიგზეა.