-
2020-03-31 16:45
ხალგაზრდას, რომელიც გურჯაანში დაკრძალვაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 19 მარტს, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელსაც ,სამწუხაროდ, დაუდასტურდა კორონავირუსი.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა.