
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა დარწმუნდა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ეს ვინმეს ოდესმე წარმოედგინა ქვეყანაში და შეიძლება მის გარეთაც.
მამუკა მდინარაძე ყურადღებას კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობაზეც გაამახვილა:
„ახლა თითოეულ მოქალაქეზე იმდენად ბევრია დამოკიდებული, რომ შეიძლება, თავადაც ვერ წარმოიდგინონ. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანი რეკომენდაციებს იზიარებს და სახლში რჩება, იმ კამპანიაში უნდა ჩაერთოს, რასაც ინფორმირება ჰქვია. ეს იქნება ოპოზიციის, ხელისუფლების წარმომადგენელი თუ საჯარო მოხელე, რომელიც სახლში ზის და დისტანციურად მუშაობს. ინფორმირებული მოქალაქე საკუთარ თავსაც უკეთესად დაიცავს და უზრუნველყოფს, რომ სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.