-
2020-03-31 15:08
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს.
უფლებადამცველების ინფორმაციით, ქვეყანაში სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება ყველა მედიასაშუალებას აეკრძალა. ის ამოიღეს აგრეთვე სპეციალური ბროშურებიდან, რომლებსაც თურქმენეთის ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს, საავადყოფოებსა და სამუშაო ადგილებს ურიგებს.
შეიძლება დააპატიმრონ მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის შესახებ ლაპარაკობენ.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.