
სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს და ჩვენი ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, შედარებით რთული სიტუაცია იმ დაწესებულებებშია, რომლებიც კორონავირუსის მართვის პროცესში არ არიან ჩართულები და მათ თავად უწევთ დამცავი საშუალებების შეძენა.
„თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემაც მოკლე დროში მოგვარდება და მარაგები, რომელიც ქვეყანაში შემოვა, იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დონეზე, დაწყებული პირველადი ჯანდაცვის ექიმიდან, დამთავრებული რეანიმაციული განყოფილების მედპერსონალით, იყოს ამ საშუალებებით მომარაგებული“, - განაცახადა თამარ გაბუნია.