-
2020-03-31 13:24
საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს მეხუთე მოქალაქე გარდაიცვალა-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები, 64 წლის კაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაზე, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში იყო თანმხლები სხვა ქრონიკული დაავადებები“, - აღნიშნა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა.