
გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 128 ადამიანი დაიღუპა.
ხოლო ბოლო 24 საათში, კოროავირუსი კიდევ 4615 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში დაინფივირებულია 61 913 ადამიანი.
ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით სულ 583 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა ბავარიაში (14810); რეინე-ვესტფალში (13225); ბადენ-ვიუტენბერგში (12334) და ბერლინში 2575.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.