
უკვე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კორონავირუსით ბავშვებიც ავადდებიან.ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ისრაელში მოღვაწე ექიმმა, ბავშვთა კარდიოლოგმა, სადაზღვევო კომპანია "მაკაბი“-ს სამედიცინო დირექტორმა იოსებ დანიელმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეისათვის ისრაელში კორონავირუსით ბევრი ბავშვია ინფიცირებული. „დღეს ისრაელში არაერთი ბავშვია კორონავირუსით ინფიცირებული. ბავშვები კორონავირუსი უფრო იოლი ფორმით მიმდინარეობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ვირუსი უფროსებს არ გადასდონ“, - განაცხადა კარდიოლოგმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.