
ბარსელონას ფეხბურთელები ხელფასის 70 პროცენტზე უარს ამბობენ.
ინფორმაცია გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, დაზოგილი თანხა კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დროს კლუბის პერსონალის ანაზღაურებას მოხმარდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.