
ლუგარის ლაბორატორიის ტესტით, ოკუპურებული აფხაზეთიდან გუშინ გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ გუშინ „ტვპირველის“ ეთერში ზუგდიდის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია - 20 პაციენტი.