
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა, კორონავირუსის რაოდენობის მატების მიუხედავად, კრიზისულ ფაზაში არ შევიდეს- ამის შესახებ "დღის კურიერში" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
"უნდა ვუყუროთ რიცხვის მატებას, თითოეულ რეგიონს, სად როგორი სიტუაციაა და თითოეულმა ადამიანმა უნდა კარგად გააცნობიეროს, ამ შემთხვევაში, ადამიანთა სიცოცხლე დგას სასწორზე და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, დარჩეს სახლში,“ - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა.