
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ტემპერატურის მაჩვენებელი დაადგინეს, რომლის პირობებშიც კორონავირუსი ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად აქტიურია.
მეცნიერების დასკვნით, ახალი კორონავირუსი ყველაზე აქტიური დაახლოებით +4 ცელსიუს ტემპერატურაზეა.
ამავდროულად ახალი კორონავირუსი ძალიან მგრძნობიარეა +70 ცელსიუს ტემპერატურაზე და ხუთი წუთის განმავლობაში კვდება. +56 ცელსიუს ტემპერატურაზე ახალი კორონავირუსი აქტიური 30 წუთამდე პერიოდის განმავლობაშია, +37 ცელსიუს ტემპერატურაზე ორი დღის განმავლობაში ძლებს, ხოლო +22 ცელსიუს ტემპერატურაზე დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ცოცხლობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.