
აჭარაში საკარანტინო სივრცე 300-მდე პირმა დატოვა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, პროტოკოლით გათვალისწინებული პერიოდი გავიდა, შესაბამისად, ჯანმრთელი ადამიანები სახლებს დაუბრუნდნენ.
ამ დროისთვის კარანტინში რჩება 2000-მდე მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 200-მდე პირია. აჭარაში სულ 12 საკარანტინო სივრცეა შექმნილი.
საქართველოში კორონავირუსის 98 შემთხვევა დადასტურდა.