
ამჟამად ჩვენთან 4 მძიმე პაციენტია, რომელთა მდგომარეობა თანდათან სტაბილურდება და არ არის უარყოფითი დინამიკა, რაც გვაძლევს იმედს, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა განაცხადა.
„დაინფიცირებული ქალის მდგომარეობა არ არის ძალიან მძიმე, თუმცა საყურადღებოა. ის ინგლისში იმყოფებოდა და ეს არ არის შიდაგადაცემის შემთხვევა“, - განაცხადა ენდელაძემ.