
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 100 000-ს არ გადააჭარბებს, ეს ხელისუფლების კარგი მუშაობის მაჩვენებელი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.
„სიტუაციის მოდელირების მიხედვით, შემზღუდველი ზომების არ მიღების შემთხვევაში, აშშ-ში კორონავირუსს შესაძლოა 2,2 მილიონი ადამიანი ემსხვერპლოს. თუ გარდაცვლილთა რიცხვი 100 ათასს არ გადააჭარბებს, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ჩვენ კარგად ვიმუშავეთ."
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 2 484 ადამიანი ემსხვერპლა, 142 178 ათასი კი ინფიცირებულია.