
ბათუმში, კორონავირუსით დაინფიცირებული 70 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს და კლინიკა „მედალფაში” მართვით სუნთქვაზეა.
კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი
განიკურნა.