
კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ისინი ინფექციურ საავადმყოფოს დღეს დატოვებენ.
„დილის მონაცემებით, ქვეყანაში 90 დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ გამოვლენილი ხუთი შემთხვევიდან ჩვენთან არც ერთი არ იმყოფება. გუშინ ჩვენთნ 14 ტესტირება გაკეთდა, ყველას პასუხი იყო უარყოფითი. 2 პაციენტთან განმეორებითი ტესტირება უარყოფითია და ისინი დღეს დატოვებენ კლინიკას, შესაბამისად 18-ს მიაღწევს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, აქედან 17 ჩვენთან გადიოდა მკურნალობას“, - განაცხადა ეზუგბაიამ.