
ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 832 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 5 690-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El País-ი ავრცელებს.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 72 248 შემთხვევაა გამოვლენილი.