-
2020-03-28 15:00
პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ინფორმაციით, დაახლოებით 1 000 მოქალაქის უფასოდ გადმოყვანის რესურსი აქვთ, თუ მთავრობა ხელს შეუწყობს. საუბარია ოთხ ფრენაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან: ვარშავა, კიევი, ბერლინი, რომი, ბარსელონა.
"საქმეების 2/3 უკვე გაკეთებულია. ანუ მოძიებულია უკრაინული კომპანია, რომელიც განახორციელებს ფრენებს უფასო ჩარტერული რეისებით და მოძიებულია სახსრები, რომლებიც ამ სამაშველო ოპერაციას დასჭირდება. ეს ყველაფერი კიევში მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. მაგრამ ეს 2/3 საკმარისი არ არის. ხელისუფლების დახმარების, ხელისუფლების ჩარევის, პასუხისმგებლობის გარეშე ჩვენ ამ სამაშველო ოპერაციას ბოლომდე ვერ მივიყვანთ", — თქვა ვაშაძემ.