
იტალიაში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა.
პაციენტი გენუას საავადმყოფოში 20 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შედარებით მსუბუქი ფორმით ჰქონდა .
ექიმების განცხადებით, მათ ბევრი არაფერი გაუკეთებიათ, პაციენტმა გამოჯანმრთელება თავად შეძლო.