-
2020-03-27 18:12
სამხედროებმა მარნეულის გამშვებ პუნქტთან მომუშავე ჟურნალისტებისთვის საველე კარავი მოაწყვეს. ამის შესახებ Facebook-ზე თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წერს.
„საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მარნეულში საკარანტინო ზონის პირველ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მომუშავე მედიის წარმომადგენლებისთვის საველე კარავი მოაწყვეს, სადაც მათ მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. დღესვე, სამხედრო მოსამსახურეებმა მედიის წარმომადგენლებს საკვები პროდუქტებიც გადასცეს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
