ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი გარდაიქმნება რესპირაციულ ინფექციად, რომლის მსგავსებსაც დღევანდელი მედიცინა ერევა

Image

 კორონავირუსი გარდაიქმნება რესპირაციულ ინფექციად, რომლის მსგავსებსაც დღევანდელი მედიცინა ერევა,

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა მიმართვაში, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

 

„კორონავირუსული ინფექციის პანდემია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა. ალბათ, ეს მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო, რომ 21-ე საუკუნეში კაცობრიობის განვითარების მთავარი ლოკომოტივი, ერთი მხრივ, იქნება ბიოტექნოლოგიური მიმართულებები, მეორე მხრივ კი, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის გამო ყველაზე დიდ პრობლემებსა და გამოწვევებს შევხვდებით ბიოლოგიურ ახალ მუტირებულ აგენტებთან და ვირუსებთან დაკავშირებით. ამიტომ ინოვაციური განვითარების საუკუნეში, მედიცინა უფრო ადვილად დასძლევს ამ გამოწვევას, ვიდრე ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში „ისპანკას“ ვირუსის დროს. ინოვაციური იდეები მოდის ახალგაზრდებისგან, ეს იდეები ძალიან სწრაფად ნახულობენ იმპლემენტაციას ცხოვრებაში, ვინაიდან ამაში ახალგაზრდა თაობაა ჩართული. მთავარია, რომ ჩვენ, უფრო გამოცდილმა თაობამ, სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და ფართო საზოგადოებამ გამოვიჩინოთ სოლიდარობა, დიდი სამოქალაქო და სახელმწიფო პასუხისმგებლობა. ყველა იმ გამოწვევას, რაც საზოგადოებას 21-ე საუკუნეში შეხვდება, აუცილებლად დავძლევთ. დარწმუნებული ვარ, კორონავირუსული ინფექციის პანდემია 2020 წელს დამთავრდება. კორონავირუსული ინფექცია გარდაიქმნება ისეთივე ჩვეულებრივ რესპირაციულ ინფექციად, როგორიც ჩვენ ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა ვირუსით გამოწვეული ინფექციების დროს, რომლებსაც დღევანდელი მედიცინა ერევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !