
მსოფლიო ბანკი საქართველოს 45 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას ინკლუზიური ეკონომიკური
ზრდისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. ის ასევე, დაეხმარება ქვეყანას შეამსუბუქოს COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკური გავლენა.