
სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებაში დღეს დაახლოებით 20 თეთრით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.2896 ლარი შეადგინა.
სებ-ის მიერ 27 მარტისთვის დადგენილი კურსით, ლარი აშშ დოლართან 3.4842 ნიშნულზე იყო.
სავალუტო კურსი 28 მარტიდან შევა ძალაში.