-
2020-03-27 17:24
ისრაელის მთავრობა მიწისქვეშა ბუნკერში გადასასვლელად ემზადება .
ამის შესახებ გამოცემა 9tv.co.il წერს.
სტატიის მიხედვით, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენჯამინ ნეთანიაჰუმ კრიზისების მართვის
ცენტრი, რომელიც იერუსალიმის მახლობლად, მიწისქვეშა ბუნკერში მდებარეობს, სრულ მზადყოფნაშია.
გამაგრებული კომპლექსი 10 წლის წინ აშენდა, ესაა წინასწარ გამზადებული მიწისქვეშა ბუნკერი, რომელიც
მსოფლიოში შექმნილი სხვადასხვა რთული სიტუაციების დროს იფუნქციონირებს. ისრაელის მთავრობა
ითვალისწინებს ყველა შესაძლო სცენარს, რომელიც ვირუსის პერიოდშi შეიძლება განვითარდეს.
აღნიშნულს პრემიერის გარემოცვიდან ანონიმურად ადასტურებენ.