
ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ეს ფანტასტიკის სფეროა.
ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა „ტვ პირველის“
ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვირუსის მატების რიცხვი იქნება, თუმცა როდის, ამის პროგნოზის გაკეთება ძნელია.
„უფრო გავრცელებისთვისაც არსებობს რამდენიმე სცენარი, როგორ შეიძლება წავიდეს პროცესები. რეალურად
ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, ერთი-ორის კვირის მანძილზე სწრაფი მატების ტენდენცია არ უნდა გვქონდეს,
თუმცა შემთხვევათა რიცხვი რა თქმა უნდა გაიზრდება. წინასწარ პროგნოზირება, რომ კონკრეტული ეს თარიღი
იქნება პიკური და ამ კვირაში უნდა ვიყოთ მზად, ასე წინასწარ განსჯა არის არაკეთილსაიმედო საქმე. ყოველი ახალი
შემთხვევის გარშემო ვეძებოთ მისი ახლო კონტაქტები, მიდევნება და მეთვალყურეობა უნდა მოხდეს მათი და მხოლოდ
ეს გზა მოგვცემ ჩვენ საშუალებას, რომ ცოტა ნელა-ნელა განვითარდეს დაავადების შემოტევის პროცესი“,
- აღნიშნა ზახაშვილმა.