
მარტო კონტაქტებს არ ვიკვლევთ, ჩვენ ვიკვლევთ ყველას, ვინც საჭიროა ამ ეტაპზე არსებული პროტოკოლებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მთელ საქართველოში, ყველას, ვისაც უვითარდება პნევმონია და სადაც პნევმონია მძიმდება, საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ის მიდის ლაბორატორიაში, ან ლუგარში, ან ბათუმში, ან ქუთაისში და ეს ყველაფერი იტესტება“, - აღნიშნა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა.