
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დღეს არსებული მდგომარეობიდან საყოველთაო კარანტინამდე შორი არაა. მისი თქმით, მთავრობაში საყოველთაო კარანტინის შემოღებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემთხვევების და მითუმეტეს, გართულებული შემთხვევების ზრდა არ მივიღოთ და შემდეგ ეს ტვირთი არ აღმოჩნდეს იმაზე მეტი, ვიდრე ეს ჯანდაცვის სისტემას შეუძლია დაძლიოს და აწიოს", — განაცხადა ხუნდაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 81 გაიზარდა. ამათგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში არის 4505 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 247