დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება(ფოტოები)

Image

დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის პროცესი გრძელდება. ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე მიმდინარე  სადეზინფექციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

 

თბილისის მერის  განცხადებით, ანალოგიური სამუშაოები, შემდეგი დღეების განმავლობაში, დედაქალაქის ათივე რაიონში განხორციელდება.

 „ჩვენ ახლა ვარკეთილში ვიმყოფებით, სადაც ვაგრძელებთ პრევენციულ ღონისძიებებს.    სადეზინფექციო სამუშაოები ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ  და როგორც ვარკეთილში, ასევე თბილისის ათივე რაიონში ქუჩები  ანალოგიური ხსნარებით   იქნება დამუშავებული. დეზინფექცია ჩატარდება ყველა იმ ქუჩაზე, სადაც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მეტროს ამოსასვლელები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი  ტრანსპორტის, როგორც მეტროს, ასევე მუნიციპალური ავტობუსების შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ, რადგან  ქუჩების და კონკრეტული გაჩერებების დამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, ძირითადად, ბაღებსა და სკვერებში, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე, მეტროსადგურების ამოსასვლელებთან. 

ღონისძიებას, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხორციელდება, თბილისის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ატარებს.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის.  

კახა კალაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.

 

346.jpg

 

356.jpg

 

w24.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !