
„ეს ვირუსი ძალიან სახიფათოა და ამ დროისთვის უკვე ათასობით დაღუპული გვყავს. უკვე ორი თვეა ვაცხადებთ, რომ ეს ვირუსი ხალხის ნომერ პირველი მტერია. ვაფრთხილებთ მსოფლიოს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება და მოქმედების დრო ერთი თვის ან ორი თვის წინ იყო.
ვფიქრობ, რომ ჩვენ გავუშვით პირველი შესაძლებლობა, თუმცა დღეს გაფრთხილებთ, რომ აღარ უნდა გავუშვათ ხელიდან მეორე შესაძლებლობა“,- განაცხადა ტედროს ღებრეიესუსმა.
მისი თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც კარანტინი გამოაცხადეს, ეს დრო ვირუსის დასამარცხებლად უნდა გამოიყენონ და
შეიმუშავონ საჭირო სისტემა .