
„დილიდან ვითარება შეიცვალა და კორონავირუსით ინფიცირებულებს 2 პაციენტი დაემატა, ისინი მკურნალობას სხვა კლინიკებში გადიან- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მარინა ეზუგბაის თქმით, ორივე მათგანის დაინფიცირების წყარო მარნეულია. მისივე თქმით, დღეს მათ კლინიკაში 10 პაციენტზე კორონავირუსზე აღებული ტესტის პასუხები უარყოფია.
„საავადმყოფოში გვრჩება ისევ 34 პაციენტი, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ამ ოთხი პაციენტიდან ორი პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა, ერთი, ასაკოვანი ქალბატონი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა დასტაბილურებულია. ამიტომ პროგნოზზე და გამოსავალზე საუბარი ჯერ ნაადრევია. დღის მეორე ნახევარში აღებულია კვლავ 10 პაციენტზე კვლევა და მათი პასუხი დღეს გვიან იქნება მზად“- განაცხადა მარინა ეზუგბაიაბ.