-
2020-03-26 19:00
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ახალი პაციენტი 2 წლისაა.
ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა, კახა იშხნელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ბავშვის ოჯახი იყო თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს ბავშვთან კორონავირუსი დადასტურდა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკური გამოხატულება არ არის. დადასტურებული კლასტერია, რომლის ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, მშობლები არ არიან დაინფიცირებულები, ამიტომ დედას უწევს ბავშვთან ყოფნა. ამ კლასტერში ყველა კონტაქტი მოძიებულია. ბავშვს არავითარი კლუნიკური გამოხატულება არ აქვს, უბრალოდ ეს არის კვლევის შედეგი“, - აღნიშნა იშხნელმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43