
სომხეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია
ავრცელებს.
საუბარია 72 წლის პაციენტზე, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული იყო და თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 290 შემთხვევა დადასტურდა.