-
2020-03-26 16:50
ახლა არ არის პიარის დრო და ვიღაცამ რომ ქულები დაიწეროს იმის დრო, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„ხომ შეიძლებოდა ევლოთ კარდაკარ და პირბადეები ისე დაერიგებინათ ერთ-ორ ადამიანს და არ გამოიწვიონ მოსახლეობის ასეთი შეკრება. ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.