-
2020-03-26 15:35
ბოლნისში, სწრაფი ტესტით კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა.
როგორც ლალი ტურძელაძე აცხადებს, ორსულის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.
„ამ წუთში ვესაუბრებოდი ბოლნისიდან გადმოყვანილი ორსული ქალის მკურნალ ექიმს, სამეანო განყოფილების გამგეს, რომელმაც მითხრა, რომ პაციენტი ძალიან საყურადღებოა, არის 24-25 კვირის ორსული. ამ წამს შემოვიდა და ჯერ გამოკვლევები არ არის ჩატარებული. მას აღენიშნება ტემპერატურა.
სწრაფი ტესტებით დადგინდა, რომ პაციენტს აქვს კორონავირუსი და ახლა ჩვენ მას აუცილებლად გადავამოწმებთ ლუგარის ლაბორატორიაში,“ - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.