
საქართველოს ერთიანობის დაბრუნება ისევე შეუძლებელია, როგორც საბჭოთა კავშირის დაბრუნება,
განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სააგენტო ТАСС-სთვის მიცემულ
ინტერვიუში.
„ომის შემდეგ სიტუაცია არასოდეს არის ისეთი, როგორც ომამდე იყო. ომი ცვლის საზღვრებს. ნუთუ შესაძლებელია დავაბრუნოთ 1992 წლამდე არსებული სიტუაცია? ეს შეუძლებელია. საქართველოს ერთიანობის დაბრუნება ისევე შეუძლებელია, როგორც საბჭოთა კავშირის დაბრუნება. არის პროცესები, რომელთა შეცვლა შეუძლებელია და ისტორიის ნაწილი ხდება. არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამას არ აღიარებენ, თუმცა მსოფლიომ აღიარა ეს, ვინაიდან მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ეს რეალობაა. რაც უფრო ადრე აღიარებს საქართველოს ხელმძღვანელობა ამ რეალობას, მით უფრო მალე ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩამოყალიბდება. ჩენ ამაში დაინტერესებულნი ვართ,აფხაზეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა არ გახდება ვინმესთან მოლაპარაკებების საგანი“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.