
მალაიზიის მეფე და დედოფალი კარანტინში მოათავსეს.
სამეფო ოჯახი კარანტინში მას შემდეგ მოათავსეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სასახლის შვიდ თანამშრომელს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დაუდასტურდა.
მეფესა და დედოფალს კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაუტარდათ და ის ამ ეტაპზე ნეგატიურია.