
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ
თვითიზოლაციაში იმყოფება.
ის გერმანიიდან 14 მარტს ჩამოფრინდა.
ციური აბულაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ილია ნაკაშიძის მეუღლეა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 77 ადამიანს დაუდასტურდა.