
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და სწრაფი ტესტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ექიმები უნდა იყვნენ სრულად ეკიპირებული, უნდა ჰქონდეთ მკაფიო ინსტრუქცია, როგორ მოქმედებენ თუ მათთან მძიმე სიმპტომებით პაციენტი მიდის.
„ის, რაც იტალიაში მოხდა, იყო, პირველ რიგში, ექიმების და ექთნების დაინფიცირება, რამაც ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიწვია. ამიტომ აუცილებელია ექიმების, მედპერსონალის, ექთნების დაცვა, მკურნალობის პროტოკოლის მკაფიოდ მიცემა და რაც აუცილებელია - ახლად აღმოჩენილ კლასტერებში სწრაფი ტესტით ინფიცირებულების გამოვლენა და მათი კარანტინში გადაყვანა. ხოლო ვისაც სწრაფი ტესტის შედეგად არ დაუდგინდება ვირუსი, მათი სახლებში თვითიზოლაცია და სოციალური დისტანცირების ძალიან მკაცრი დაცვით. ეს აგვარიდებს ვირუსის ძალიან ფართოდ გავრცელებას“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.