
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მარნეულიდან გადაყვანილ 80 წლის კაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რადგან ეს მამაკაცი მარნეულიდან ბრძანდება, გუშინვე მასთან ტესტირება გაკეთდა და როგორც ვვარაუდობდით, კორონავირუსი არ დაუდგინდა. ის მკურნალობას ისევ რეანიმაციის განყოფილებაში განაგრძობს, მას აქვს ორმხრივი პნევმონია, თირკმლის უკმარისობა, რიგი თანმხლები დაავადებებით. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური“, - აღნიშნა გოფოძემ.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.