
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საკარანტინო ზონებში სურსათის და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი არ შეიქმნება. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში მუშაობს.
„სურსათის მიწოდების ჯაჭვი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. არის დამატებითი გაიდლაინები საკარანტინო ზონებთან სურსათის ოპერატორებთან დაკავშირებით. სადაც უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრებულია. იმისთვის რომ დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკარანტინო ზონებში პროდუქციის შეტანა ორგანიზებულად მოხდება.