
ხუბეის პროვინციაში, 25 მარტიდან კარანტინის ფარგლებში გამოცხადებული თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმდება.
შეზღუდვები ძალაში 8 აპრილამდე დარჩება პროვინციის ცენტრში, ქალაქ უჰანში. ახალი ტიპის კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში სწორედ უჰანში გავრცელდა.
ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ხუბეის პროვინციაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.