
ბერლინიდან ბათუმის აეროპორტში შესრულებული სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ.
ბერლინიდან სპეცრეისით სამშობლოში ის მოქალაქეები დაბრუნდნენ, რომლებიც ქვეყანაში ჩამოსვლას გაუქმებული ავიამიმოსვლის გამო ვერ ახერხებდნენ. თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა და მგზავრებს, შემოწმების შემდეგ კარანტინში გადაიყვანენ. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი შესაძლოა, მათი ნაწილი კლინიკებში მოათავსონ.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.