
უკვე გვყავს 8 სრულად გამოჯანმრთელებული პაციენტი-ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.
„მინდა გაგამხნევოთ და მოგმართოთ - ნუ გეშინიათ, თუ კი დროულად მივხედავთ და დავიცავთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ყველა შემთხვევას დროულად გამოვავლენთ, ყველაფერი კარგად დამთავრდებაუკვე გვყავს 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი, ამათგან ერთი იყო ძალიან მძიმე, ორს ჰქონდა პრე ფილტვების ანთება, ანუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ახლა ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან, - აღნიშნა ენდელაძემ.