დღეს თბილისს ამერიკელი კონგრესმენები ეწვევიან.
ადამ კიზინგერი და ალექს მუნი საქართველოში 9 ნოემბრამდე დარჩებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან ხონისძიებებს დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თავდაცვის მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრების გამართვა.
ასევე კონგრესმენები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაშიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ბათუმში გაიმართება.